მიწოდების წესები და პირობები
,,რეალ ელექტრონიქსი’’ უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ მიტანას იმ მისამართზე, რომელიც მომხმარებელს შეკვეთისას აქვს მითითებული, იმ შემთხვევაში თუ დაცულია ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები:
- დანიშნულების ადგილამდე უნდა იყოს სავალი სამანქანო გზა, რომელიც იქნება გადაადგილებისთვის უსაფრთხო და არ შეაფერხებს ან არ დააზარალებს მიტანის სერვისის ჯგუფს.
- ეზოს ან საცხოვრებელი შენობის შესასვლელი ტერიტორია უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც საჭირო იქნება შეკვეთილი პროდუქციის ჩასაბარებლად და არ უნდა ქმნიდეს საფრთხეს გადასაადგილებლად.
- ლიფტი უნდა იყოს ფუნქციური და ხელმისაწვდომი, სხვა შემთხვევაში ნივთის შემძენი პასუხისმგებელია პროდუქტის სახლამდე მიტანაში.
დამატებითი ინფორმაცია:
თუ ტექნიკის ზომიდან გამომდინარე მისი ლიფტით ატანა ან ბინაში შეტანა შეუძლებელი გახდება, ,,რეალ ელექტრონიქსის’’ თანამშრომლები ნივთს ჩაგაბარებენ შენობის გარეთ, შეფუთულ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთი დაბრუნდება საწყობში.
გმადლობთ ნდობისთვის!