საგარანტიო პირობები

ფიზიკური პირის უფლებამოსილება საგარანტიო პირობებით სარგებლობის შემთხვევაში:

  • ფიზიკური პირის მიერ შეძენილ პროდუქციაზე, კანონისმიერად ვრცელდება 2 (ორი) წლიანი გარანტია, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ პირი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებითი კომერციული გარანტიით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომლის ვადები და პირობები მითითებულია ელ. საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებლის საგარანტიო პირობებში და საგარანტიო ტალონებში.
  • მოცემული გარანტია არ ვრცელდება იურიდიული/მეწარმე პირის ან სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ შეძენილ საქონელზე.

კომერციული საგარანტიო პირობები:

  • კომერციული საგარანტიო მომსახურება მოიცავს ნივთის უფასოდ შეცვლას ან შეკეთებას კომერციულ საგარანტიო პერიოდში. კომერციული საგარანტიო პირობები ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, კომერციულ საგარანტიო ტალონში მითითებულ მისამართზე;
  • ავტორიზებულ სერვის ცენტრებში პირი ვალდებულია წარადგინოს კომერციული საგარანტიო ტალონი, რომლის ძალმოსილობა დადასტურებული იქნება ბეჭდით, იმ კომპანიის მიერ, საიდანაც პირს შეძენილი აქვს ნივთი.
  • კომერციულ საგარანტიო ტალონში მითითებული უნდა იყოს სერიული/იმეი კოდი, ნივთის დასახელება, მყიდველის ვინაობა, ნივთის გაყიდვის თარიღი. კომერციული საგარანტიო ტალონის ვალიდურობა უნდა დასტურდებოდეს გამყიდველი კომპანიის ბეჭდით, სხვა შემთხვევაში პირი ვერ ისარგებლებს კომერციული საგარანტიო ტალონით დადგენილი პირობების ფარგლებში.
  • კომერციული საგარანტიო პირობების ფარგლებში ნივთის შეცვლა შესაძლებელია 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, თუ ნივთს აღმოაჩნდება ტექნიკური/ქარხნული წუნი ან ვიზუალური დაზიანება. 5 (ხუთი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ ნივთი ექვემდებარება შეკეთებას.
  • მომხმარებლის მიერ ნივთის ვიზუალური შემოწმება უნდა მოხდეს გამყიდველი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას.
  • ავტორიზებული სერვის ცენტრი ვალდებულია დაზიანებული ნივთი მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმვალობაში შეაკეთოს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საჭიროება იქნება მოხდეს დაზიანებული ნაწილის იმპორტირება.

გარანტია არ ვრცელდება:

  • არასწორი მონტაჟის გამო გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.
  • არასტაბილური ძაბვით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.
  • მექანიკური დაზიანების დროს (გატეხილი, გაბზარული, დამწვარი და ა.შ)
  • საგარანტიო ტალონის არ წარდგენის ან დაკარგვის შემთხვევაში.
  • სერვის ცენტრში მიტანის გარეშე თვითნებურად შეკეთების ან შეკეთების მცდელობის შემთვევაში.
  • მღრღნელებისგან მიყენებული ზიანის შემთხვევაში.
  • სტიქიური უბედურების დროს გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.
  • კარზე და კარის სახელურებზე, შიდა აქსესუარებზე.

კანონისმიერი საგარანტიო პირობები:

მომხმარებლების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები:

  1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
  2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  3. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
  4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
  • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
  • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის;
  1. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
  3. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
  • საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
  • საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
  • საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა;
  • მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ზემოთმოცემული უფლებებით თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი:

  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება;
  • გამყიდველი ვალდებულია შეაკეთოს ან შეცვალოს დაზიანებული ტექნიკა იმ შემთხვევაში, თუ შესაკეთებელი დეტალი ან ნივთი ადგილზეა სერვის-ცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ საჭიროა ნივთის/შესაკეთებელი დეტალის უცხოეთიდან გამოწერა, სერვის-ცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის განმავლობაში (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები).
  • კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე.

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება ნივთზე ან კომპლექტაციის ნაწილზე შემდეგ შემთხვევებში:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) და შესაბამისად შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;
  • მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერ/ნომერი, იმეი კოდი;
  • საქონლის/მოწყობილობის დეფექტი/ზიანი გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად და არ წარმოადგენს თავდაპირველ წუნს;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა არა პირადი მოხმარების მიზნით, არამედ კომერციული მიზნებისათვის;
  • დაზიანება/წუნი გამოწვეულია პლომბის ან ლუქის აძრობით;
  • დარღვეულია მწარმოებლის/გამყიდველის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი;
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
  • დაზიანება გამოწვეულია მოწყობილობის ფუნქციონირების ადგილზე ელ.ქსელის გაუმართაობით ან ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიის ბრალით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე);
  • წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ ექსპლუატაციის და შენახვის წესების/პირობების დარღვევით;
  • წუნი, რომელიც გამოწვეულია, მოხმარებლის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
  • წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ დარუთული სისტემისა და არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების გამო;
  • ტექნიკის წუნზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები შესრულებულია მოვაჭრის ინსტრუქციის დარღვევით, არაუფლებამოსილი სერვის ცენტრის სპეციალისტის მიერ, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
  • შენიშვნა: ტექნიკაზე ჩამქრალი მწარმოებლის მიერ დადგენილი რაოდენობის პიქსელი ქარხნულ წუნად არ ითვლება. შესაბამისად მოცემოული გარემოება არ წარმოადგენს ქარხნულ წუნს.
  • სპეციფიკაციაში მითითებული დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქცია ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს ამ დაზიანების მიღების ალბათობას. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეძენილი ნივთი მექანიკური, თერმული და ჰიდრო დაზიანებისგან.
  • იმ შემთხვევებში თუ მომხმარებელი სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში არ დატოვებს ნივთს დიაგნოსტიკისთვის ან უარს იტყვის დიაგნოსტიკის მიზნით ნივთის გახსნაზე, საგარანტიო მომსახურება ვერ განხორციელდება.

კანონისმიერი გარანტიის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე.