დაბრუნების პირობები

დისტანციურად შეძენილი პროდუქციის დაბრუნების პირობები

 მომხმარებელს უფლება აქვს უკან დააბრუნოს შეძენილი ნივთი 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

  •  მეწარმე სუბიექტებს, იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.
  • ნივთის დასაბრუნებლად მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას გაუგზავნოს სპეციალური შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას. ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგს:
    **განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამავე გვერდის ბოლოში
  • შეძენის თარიღს
  • სახელს, გვარს და პირადი ნომერს
  •  შეძენის დოკუმენტაციას (საბანკო გადახდის ქვითრის, ან ინვოისის რეკვიზიტებს)

ფორმის გადმოგზავნა უნდა მოხდეს კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან მითითებულ მეილზე : realelectronicsge@gmail.com

  • მომხარებელი ვალდებულია დააბრუნოს საქონელი შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა საკუთარი სახსრებით, თავის მხრივ კომპანია ვალდებულია გადახდილი თანხა დააბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
  •  ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს,
    უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
  • ნივთი ჩაბარების პუნქტში გაივლის შემოწმებას თავდაპირველი მდგომარეობის დასადასტურებლად, ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ნაკლი, კომპანია მოიხსნის პასუხისმგებლობას.
  • მომხმარებელი ვალდებულია გაწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი
  • თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც
    ისარგებლა მომხმარებელმა, თანხა დაბრუნდება იმავე პიროვნების/მოქალაქის
    ანგარიშის ნომერზე, რომელმაც გადაიხადა. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მომხარებელსა და გამყიდველს შორის შეთანხმება.
  • დისტანციურ შეძენასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული პირობები არ ვრცელდება იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
  • მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის
    დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტში.

    დაბრუნების პუნქტები:


  • მოსკოვის გამზირი 24ა

 დაბრუნების დროის შესახებ უნდა მოხდეს შეთანხმება მომხარებელს და მოვაჭრეს შორის.

             დაბრუნებას არ ექვემდებარება პროდუქტი თუ :

  •  არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები, რამაც გამოიწვია
    ნივთის დაზიანება.
  • თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური ან ტექნიკური ზემოქმედების  კვალი.

უკან დაბრუნების განაცხადი:

ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების ფორმა

შეკვეთის თარიღი:                   ___________________

შეკვეთის მიღების თარიღი:  ___________________

დასაბრუნებელი პროდუქტის დასახელება/რაოდენობა : ___________________

______________________________________________________________________

მომხმარებლის სახელი/გვარი:         ___________________

მომხმარებლის პირადი ნომერი:      ___________________

მომხმარებლის მისამართი:    ___________________

მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი/ელ.ფოტის მისამართი:  ______________

______________________________________________________________________

დაბრუნების მიზეზი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:   _____________________

_______________________________________________________________________

 ფორმის შევსების თარიღი: ————————————-

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე
510-002-447

557-886-886